ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ორთქლი 2022 წლის ოქტომბერში გაიხსნა, პეკინის გამზირის ერთ ყოფილ საათების სახელოსნოში. ნიკამ, რომელიც წლების განმავლობაში ამსტერდამში ბარისტად მუშაობდა, და თამარმა, რომელიც ამ უბანში გაიზარდა, ერთი რამ ზუსტად იცოდნენ: საბურთალოს არ სჭირდებოდა კიდევ ერთი სწრაფი ყავა — სჭირდებოდა ნელი. ინტერიერი თავად ააწყვეს: ღია მუხის დახლი, კირქვით შელესილი კედლები და თერაკოტას ჭიქები, რომლებსაც გლდანელი მეთუნე უწვავს. ფილოსოფია მარტივია: ერთი წარმოშობის მარცვალი, სასწორი ყველა ჭიქის ქვეშ და ბარისტა, რომელსაც დრო აქვს გიპასუხოს, რას სვამ და რატომ. დილით აქ ლეპტოპები იხსნება, შუადღეს — წიგნები, საღამოს კი უბრალოდ ორთქლი ადის.

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲒᲣᲜᲓᲘ
ᲜᲘᲙᲐ ᲒᲔᲚᲐᲨᲕᲘᲚᲘ
დამფუძნებელი, ჰედ-ბარისტა
ᲗᲐᲛᲐᲠ ᲛᲐᲘᲡᲣᲠᲐᲫᲔ
დამფუძნებელი, ცომეული
ᲚᲣᲙᲐ ᲩᲮᲔᲘᲫᲔ
ბარისტა
ᲙᲘᲗᲮᲕᲐ-ᲞᲐᲡᲣᲮᲘ
რომელი მარცვალი გაქვთ?
მხოლოდ ერთი წარმოშობის, ღია და საშუალო მოხალვის. თაროზე ერთდროულად ექვსამდე მარცვალია და ორ-სამ კვირაში ერთხელ იცვლება.
მარცვლის ყიდვა შეიძლება?
კი, 250-გრამიან პაკეტებად. თუ გვეტყვი, რითი ხარშავ სახლში, დაფქვას შენს მეთოდზე ადგილზევე გავაკეთებთ.
რძის ალტერნატივები გაქვთ?
შვრიის და ნუშის რძე ყოველთვის გვაქვს. შვრიის რძეზე გადართვა უფასოა.
დეკაფი გაქვთ?
კი — კოლუმბიური, შაქრის ლერწმის მეთოდით დაკოფეინებული. გემოზე თითქმის ვერ გაარჩევ.
მუშაობა შეიძლება?
სამუშაო დღეებში — რა თქმა უნდა: Wi-Fi და როზეტები ყველა მაგიდასთანაა. შაბათ-კვირას მაგიდებს სტუმრებს ვუთმობთ.
ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲡᲐᲐᲗᲔᲑᲘ
ორშ - პარ 08:00-20:00
შაბ 09:00-20:00
კვ 10:00-18:00
ᲢᲔᲚᲔᲤᲝᲜᲘ