ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
კლინიკა მედისი 2015 წელს გაიხსნა პეკინის გამზირზე. ვმუშაობთ ოჯახური მედიცინის პრინციპით: თქვენი ისტორია ერთ ბარათშია და ყოველ ვიზიტზე იმავე ექიმთან ხვდებით. ლაბორატორია და ექოსკოპია ადგილზეა, ამიტომ კვლევებზე სხვაგან სიარული აღარ გჭირდებათ. ვთანამშრომლობთ სადაზღვევო კომპანიების უმეტესობასთან.
ᲮᲨᲘᲠᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ
დაზღვევა მიმიღებთ?
ვთანამშრომლობთ ძირითად სადაზღვევო კომპანიებთან. დარეკეთ და გადაამოწმეთ თქვენი პაკეტი ვიზიტამდე.
ანალიზების პასუხი როდის მოდის?
სტანდარტული ანალიზები 24 საათში მზადაა, პასუხს ელფოსტაზე ან ვაიბერზე იღებთ.
ჩაწერის გარეშე მიმიღებთ?
მწვავე მდგომარეობის დროს დიახ, სხვა შემთხვევაში ჩაწერა ერთი ზარით ხდება და ლოდინი ორ დღეს არ აღემატება.
ბავშვებსაც უვლით?
ვმართავთ მოზრდილების ამბულატორიას, ბავშვებისთვის პარტნიორ პედიატრიულ კლინიკას გირჩევთ.
ᲒᲐᲚᲔᲠᲔᲐ