ᲕᲘᲜ ᲒᲘᲙᲔᲗᲔᲑᲗ ᲛᲐᲜᲥᲐᲜᲐᲡ
გიგა 14 წელია ავტოხელოსანია, აქედან რვა წელი საკუთარ სახელოსნოში ორთაჭალაში. ვმუშაობთ ძირითადად იაპონურ და გერმანულ მარკებზე, გვაქვს ორიგინალი და ანალოგი ნაწილების შემოწმებული მომწოდებლები. ფასს ყოველთვის სამუშაოს დაწყებამდე ვათანხმებთ, შეცვლილ ნაწილს კი უკან გატანთ. ყველა სამუშაოზე გაქვთ ექვსთვიანი გარანტია.
ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲡᲜᲝ
ᲮᲨᲘᲠᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ
01 ჩაწერა საჭიროა?
დიაგნოსტიკაზე და წვრილ სამუშაოზე ჩამოდით პირდაპირ, დიდ სამუშაოზე ჯობია წინასწარ დარეკოთ.
02 ნაწილები თქვენ გაქვთ თუ მე უნდა ვიყიდო?
ორივე ვარიანტი გვაქვს. ჩვენ მოვიტანთ შემოწმებული მომწოდებლისგან ან თქვენი მოტანილით ვმუშაობთ.
03 რამდენ ხანში მთავრდება სამუშაო?
წვრილმანი იმავე დღეს მთავრდება, სავალი ნაწილის დიდი შეკეთება ერთი ან ორი დღეა, ნაწილის მოლოდინის გარეშე.